guriis mxare  
  
 
 
 
 
 

Coxatauris municipaliteti

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ჩოხატაური.

istoria

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ოზურგეთის მაზრაში, 1930-1963 წლებში - ცალკე რაიონი იყო, 1963-1964 წლებში შედიოდა მახარაძის რაიონში, 1965-დან ცალკე რაიონია. 2006 წლიდან ეწოდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დამეგობრებულია ლიეტუვის პასვალისის რაიონთან.

geografia

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება სამტრედიისა და ვანის, აღმოსავლეთით - ვანის, სამხრეთით - ხულოსა და ადიგენის, დასავლეთით - ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

მუნიციპალიტეტის ფართობია 825,1 კმ². ტერიტორიის 60 % ზეგნებსა და მთებს უკავია. ტყეებს 34 772 ჰა უკავია (მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 66,4 %), მწვერვალი მეფისწყარო მდებარეობს ზღვის დონიდან 2850 მეტრზე, კურორტი ბახმარო 1926-2050 მეტრზე.

reliefi

მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი მთაგორიანია. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია მესხეთის ქედი და მისი შტოქედები: ვანის, ზოტის, ლობოროტის, გურიის, ასევე მდინარე სუფსის და მისი შენაკადების ხეობები. ჭარბობს ღრმად დანაწევრებული მთა-ხეობათა რელიეფი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შუა ნაწილი აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული შუაეოცენური ანდეზიტური განფენებით და მასიური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით. აქა იქ მესამეული ასაკის გაბროს გაშიშვლებებიცაა. მუნიციპალიტეტის დაბალი, გორაკ-ბორცვიანი ნაწილი აგებულია მეტწილად ზედაეოცენურ-მიოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. მდინარე სუფსის სუბგანედური ხეობის ძირი ტერასულ დაბლობ-ვაკეს უჭირავს, იგი აგებულია მეოთხეული ასაკის ალუვიური წყებებით - კენჭნაღით, ქვიშებითა და თიხებით.

მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური საღებავები (რკინის სურინჯი - სურების საბადო), პირიტი (ზოტი), საშენი ქვები (სიენიტ-დიორიტები მდინარეების სუფსისა და გუბაზეულის ხეობებში), სააგურე და საკერამიკე მიწა. აგრეთვე მინერალური წყლები ნაბეღლავში, კოხნარსა და ზოტში. მათგან ყველაზე ცნობილია ნაბეღლავის მინერალური წყალი.

hava

ჰავა ხასიათდება სიმაღლებრივი ზონალურობით. ბარში 500-600 მეტრამდე ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, მთებში ნოტიო, მაგრამ ზომიერად თბილი და გრილი. საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში (ნაბეღლავი) 12,1 °C, მაღალ მთაში (მთა მეფისწყარო, ბახმარო) 0-4 °C. იმავე პუნქტებში იანვრის საშუალო ტემპერატურებია 3,6 °C, -10 °C და -5,2 °C, აგვისტოსი 20,2 °C, 8 °C და 13,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი -19-35 °C შორის მერყეობს, ხოლო აბსოლუტური მაქსიმუმი 39-26 °C. წელიწადში საშუალოდ 1500-1870 მმ ნალექი მოდის. მდგრადი თოვლის საფარი ბარში იშვიათია. მთაში 5-6 თვეს გრძელდება. გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები, ხშირია მთა-ხეობათა ქარი.

Sida wylebi

მდნარეთა ქსელი ხშირია. ძირითადი მდინარეა სუფსა. მისი შენაკადებია: გუბაზოული (მისი შენაკადებით საშუალა, კალაშა და კვირისწყალი) და ბარამიძისწყალი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ბახვისწყლის, აგრეთვე ხევისწყლის ზემო ხეობა. მდინარეები საზრდოობენ წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნა - წლის ყველა სეზონში. მდინარე გუბაზეულზე აგებულია მცირე ჰესები.

niadagebi

მდინარე სუფსისპირა დაბლობ ვაკეზე ალუვიური, ხოლო ტერასებზე საშუალო და დიდი სისქის სუბტროპიკული წერი ნიადაგებია. გორაკ-ბორცვიან ზონაში განვითარებულია წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები. დაბალ და საშუალო სიმაღლის მთებში ტყის ყომრალი ნიადაგია გაბატონებული. უფრო ზემოთ გაეწერებული ტყის ყომრალი ნიადაგია. ტყის სარტყლის ზემოთ, მაღალმთიანეთში კორდიან და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია ჩამოყალიბებული. ციცაბო ადგილებში გვხვდება ძლიერ ხირხატიანი ნიადაგი.

landSaftebi

მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ნოტიო სუბტროპიკული დაბლობი ვაკის, მთა-ტყის და მთა-მდელოს ლანდშაფტის ტიპების შემდეგი სახეები:

  1. დახრილი დაბლობი ვაკე კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგებით
  2. ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებით
  3. დაბალი და საშუალო მთები წიფლისა და მუქწიწვიანების ტყეებით, ტიპური და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებით
  4. სუბალპური ტყეები და მდელოები მთის ტყისა და მთის მდელოს ნიადაგებით
  5. ალპური მდელოები მთის მდელოს ნიადაგებით

flora da fauna

მცენარეული საფარი სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი მცენარეა. სუფსისპირა დაბლობი ვაკე წარსულში დაფარული იყო ჭალის ტიპის კოლხური ტყით, სადაც ჭარბობდა მურყანი, ტირიფი, ლაფანი, იფანი. ამჟამად ეს ტყე აღარ არსებობს და ნაკაფი ტერიტორიები გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის. გორაკ-ბორცვები და მთისწინები ეჭირა მარადმწვანე ქვეტყით და ლიანებით მდიდარ კოლხურ ტყეებს. მათი მცირე კორომები შემორჩენილია მიწათმოქმედებისთვის უვარგის ხევ-ხრამებსა და ციცაბოებზე. ტყის შემქმნელი მთავარი ჯიშებია: წიფელი, მუხა, რცხილა, წაბლი. ქვეტყე მდიდარია მარადმწვანე (შქერი, წყავი, ბზა, თაგვისარა) და ფოთოლმცვივანი (მოცვი, თხილი) ბუჩქნარებით. ხშირია ლიანები - ღვედკეცი, სურო, ეკალღიჭი და სხვა. ნატყევარი ადგილები გამოყენებულია სამოსახლოდ და სამხრეთული ხეხილის ბაღებისთვის. 600-700 მეტრზე ზემოთ გაბატონებულია წიფელი, რომელსაც სიმაღლის მატებასთან ერთად ერევა სოჭი და ნაძვი. ეს სარტყელიც მდიდარია ქვეტყით. 1500-1600 მეტრიდან ჭარბობს ნაძვისა და სოჭის ტყეები. ტყის სარტყლის ზემოთ აქა-იქ წიფლის, არყის, ნეკერჩხლის და ცირცელის სუბალპური პარკული ტყეებია. ტყის სარტყლის ზემოთ სუბალპური მდელოები (ბარისპირა, სამყურა, ძიგვა, შვრიელა, ნამიკრეფია, წივანა), სუბალპური ბუჩქნარები (დეკა, მაჯაღვერა) და ალპური მდელოებია (მარმუჭი, ფურისულა, ნაღველა, ბაია, თივაქასრა, ფხიჯა), რომლებსაც სათიბ-საძოვრებად იყენებენ. სოფელ ჩხაკაურასა და კურორტ ბახმაროს შორის რელიქტური პონტური მუხის კორომია.

მთის ტყიან ზოლში ბინადრობს შველი, კვერნა, ტყის კატა, გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, დათვი, მელა; ფრინველებიდან კოდალა, ჩხიკვი, ტყის ქათამი, შაშვი, ქორი. მთის მდელოებში ბინადრობს არჩვი, შურთხი, ტოროლა. ბარის ზონაში ბინადრობენ ტურა, მაჩვი, ზღარბი, მოლაღური, გუგული, ოფოფი და სხვა. მდინარეებში გავრცელებულია კალმახი, ღორჯო, წვერა, ქაშაყი, ლოქო, ქორჭილა, სალამურა და სხვ.

mosaxleoba

მოსახლეობის რაოდენობა მუნიციპალიტეტში არის 19 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 23 კაცი კვ.კმ-ზე. ცხოვრობენ ქართველები (99,66 %). მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ გურულები, ასევე ცხოვრობენ აჭარლები. მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, გარკვეული ნაწილი - მუსლიმი. მოქმედებს 4 მუდმივი და ორი სეზონური მეჩეთი. მუნიციპალიტეტში 63 დასახლებული პუნქტია: 2 დაბა და 61 სოფელი. განსახლების ძირითადი ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 400 მეტრამდე. მოსახლეობის 90 %-ზე მეტი ცხოვრობს სოფლებში.

aRweris monacemebi

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1939 34 549 17 083 17 466
1959 30 662 13 887 16 775
1970 29 594 13 706 15 888
1979 28 157 13 173 14 984
1989 26 595 12 574 14 021
2002 24 118    
2014 19 001    
2020 18 000    

 

administraciuli erTeulebi

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს:

  • დაბა (1) ჩოხატაური,
  • თემები (16): ბუკისციხე, დაბლაციხე, დიდივანი, ერკეთი, ვან-ზომლეთი, ზემო სურები, ზემო ხეთი, კოხნარი, ნაბეღლავი, საჭამიასერი, ფარცხმა, ქვენობანი, ამაღლება, ჯვარცხმა, ხევი, ხიდისთავი.
  • სოფლები (6): გოგოლესუბანი, გორაბერეჟოული, გუთური, ზოტი, შუა ამაღლება, შუა სურები.

ekonomika

საბჭოთა პერიოდში ეკონომიკის წამყვანი დარგი მეჩაიეობა იყო. ფუნქციონირებდა ჩაის 4 ფაბრიკა. სხვა დარგებიდან აღსანიშნავი იყო მეხილეობა, მარცვლეულის მეურნეობა (ძირითადი კულტურა - სიმინდი), მევენახეობა (განსაკუთრებით ხევისწყლის ხეობის სოფლებში, სადაც მოქმედებდა ღვინის ქარხანა), მეცხოველეობა, მეფრინველეობა.

ნაბეღლავის მინერალური წყლის ბაზაზე მოქმედებს წყლის და უალკოჰოლო სასმელების ჩამოსასხმელი ქარხანა. ფუნქციონირებს სამთო-კლიმატური კურორტი ბახმარო. მოქმედებს საოჯახო სასტუმროები ხიდისთავსა და ბუკისციხეში. რამდენიმე სოფელში მოქმედებს საოჯახო მარანი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზი არ არის, უახლოესი სადგურებია საჯავახო და ოზურგეთი. სატრანსპორტო სისტემაში მთავარ როლს ასრულებს ავტოტრანსპორტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამტრედია-ქობულეთის საავტომობილო გზა.

ganaTleba da kultua

მუნიციპალიტეტში 32 საჯარო სკოლაა, მოქმედებს 14 საბავშვო ბაღი, 33 ბიბლიოთეკა, ჩოხატაურის სახალხო თეატრი და 3 მუზეუმი: მხარეთმცოდნეობის, ნიკო მარის და ნოდარ დუმბაძის. მოქმედებს ორი საავადმყოფო.

RirSesaniSnaobebi

მუნიციპალიტეტის მთავარი ღირსშესანიშნაობა მის ტერიტორიაზე არსებული მონასტრებია. გურიის უდაბნოს მონასტერი კლდეში ნაკვეთი ეკლესიისგან და XIX საუკუნის დარბაზული ეკლესიის ნანგრევისგან შედგება. ერეთის დედათა მონასტერში კი IX საუკუნის ფრესკებია შემორჩენილი. XIX საუკუნის დარბაზული ეკლესიაა შემორჩენილი სოფელ შუბანში, ხოლო შუა სურებში დგას წმინდა გიორგის ხის ეკლესია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2 ციხე-სიმაგრეა: ღომის ციხე სოფელ ზოტში და ბუკისციხე, რომელსაც „თამარის ციხესაც“ უწოდებენ. საერო არქიტექტურის ნიმუშია გორაბერეჟოულის ტერიტორიაზე მდგარი XVII საუკუნის მიწურულის ციხე-გალავანი და ერისთავების სასახლე, რომელიც XIX საუკუნით თარიღდება.

 

Coxatauris soflebi

Coxatauris - foto galerea

რეგიონი გურიის მხარე
ადმ. ცენტრი ჩოხატაური
კოორდინატები 42°01`03` ჩ. გ. 42°15`20` ა. გ.
ადრეული სახელები ჩახატაური
ფართობი 825.1 კმ²
ფართობი 825.1 კმ²
მოსახლეობა 19 001 (2016)
სიმჭიდროვე 23,03 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,66 %
რუსები 0,19 %
სომხები 0,06 %
ოსები 0,02 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი http://chokhatauri.ge/


 

ოზურგეთის გერბი ოზურგეთის დროშა

 

RirSesaniSnaobebi

1 აკეთის მაცხოვარი 11 ვანისქედის ეკლესია
2 აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია 12 ლიხაურის ეკლესია
3 ასკანის ციხე 13 ლიხაურის ციხე
4 აჭის ეკლესია 14 ღომის ციხე
5 ბუკისციხე 15 შემოქმედის მონასტერი
6 დვაბზუს ეკლესიები 16 ჯიხეთის ეკლესია
7 დიმიტრი გურიელის სასახლე 17 ჯუმათის მონასტერი
8 ერკეთის ეკლესია 18 დარბაზული ეკლესია
9 უდაბნოს მონასტერი 19 წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძარი
10 წმინდა ნიკოლოზის ეკლესია    

შუბანის წმინდა გიორგის ეკლესია

გურიის უდაბნოს მონასტერი

1 ჩომეთის განძი 9 ერკეთის ციხე
2 ტრიბოლების განძი 10 თამარის ციხე
3 სპილენძის ნივთების განძი 11 გორაბერეჟოულის ციხე-გალავანი
4 ადრე-ბრინჯაოს ხანის განძი 12  
5   13  
6   14  
7   15  
8 სოფელ ჯვარცხმაში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის არქეოლოგიური მასალა 16 მარანი (ზემო ფარცხმა)